საპატიო პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა!
ცოტაც და ისტორია მიითვლის 2013-ს, GG-ის არსებობის პირველ, ისტორიულ წელს.
მინდა ავღნიშნო, რომ ჩემი ოჯახის წევრებთან და დირექციასთან ერთად მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაიღეს, რათა GG-სთვის წარმატებული სტარტი მიგვეცა...
გიმნაზიის დაფუძნებისა და განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ.
უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს! GG-ს წარმატება-თქვენი წარმატებაცაა...
მოპოვებული ავტორიტეტისა და აღიარების მიუხედავად, ჩვენ ყველას გვესმის, რომ სრულყოფაში ზღვარი არ არსებობს და თვითდამშვიდების უფლება მაშინაც კი არ გვექნება, როცა დიდი ცხოვრებიდან მობრუნებული პირველი გიმნაზიელები მადლიერების ნიშნად მშობლიური სასწავლებლის კედლებს ეამბორებიან.
მინდა გაგიზიაროთ ჩემი გულისტკივილიც, ძალიან განვიცდი რომ გიმნაზიაში სწავლას ვერ ახერხებს ყველა მსურველი და ნიჭიერი ბავშვი, მათ შორის შვილები ნათესავების, მეზობლებისა და მეგობრებისა, რომლებიც აქ უცხოეთში ხშირად მესიზმრებიან.
ახალი სასწავლო სემესტრი გიმნაზიაში დაიწყება მხარეთმცოდნეობის პროექტით, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა პატრიოტულ და ზნეობრივ აღზრდას. მალე გამოიცემა შესაბამისი მეთოდური სახელმძღვანელო ჩემი რედაქციით.
ამ ოჯახებით დაწყებული ყველას მინდა გისურვოთ მშვიდობიანი და ბარაქიანი ახალი წელი! ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიკეთე და წარმატებები დაგბედებოდეთ თქვენ, ჩვენს GG-ს და საყვარელ სამშობლოს!
თქვენი იმედით ბედნიერი - ალექსანდრე ღურწკაია