error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
GG - განცხადება
GG - განცხადება
GG აცხადებს კონკურსს ფიზიკის და ქიმიის მასწავლებლების თანამდებობაზე ახალი 2014-215 სასწავლო წლებისთვის მათი გადამზადებისა და დასაქმების მიზნით. სტაბილურ და მზარდ ხელფასთან ერთად ორგანიზაცია დასაქმებულებს უზრუნველყოფს საბაზისო და მიღწეული შედეგების შესაბამისი საპრემიო ანაზღაურებით, კარგი სამუშაო პირობებით, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის პერსპექტივით.

სამუშაოს აღწერა
მასწავლებლის ძირითადი მოვალეობებია:
• სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა ეროვნული და გიმნაზიის სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად, საჭიროებისას ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმის შედგენა;
• სწავლისათვის უსაფრთხო, მზრუნველი, ორგანიზებული, კეთილგანწყობილი და წამახალისებელი სასწავლო გარემოს შექმნა;
• მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება და მოსწავლეებში ეთიკური ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
• თითოეული მოსწავლის სულიერ, ზნეობრივ, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე ზრუნვა;
• სწავლების სხვადასხვა მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება თითოეული მოსწავლის ეფექტიანი სწავლისა და წინსვლისათვის;
• ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგნის ეფექტურად სწავლების მიზნით;
• თითოეული მოსწავლისათვის სწავლაში დახმარების გაწევა როგორც საგაკვეთილო, ასევე არასაგაკვეთილო დროს მისი ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით;
• შეფასების მეთოდების გამოყენებით მოსწავლეების პროგრესის შეფასება;
• ეთიკის ნორმების დაცვა მოსწავლეებთან, კოლეგებთან, მშობლებსა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ურთიერთობის დროს;
• საკუთარი გამოცდილების მუდმივი კვლევა და შეფასება, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, ცოდნის განახლება და პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესება;
• კოლეგებთან თანამშრომლობა;
• მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და სხვა სასწავლო საკითხების შესახებ;
• სასწავლებლის განვითარებაზე ზრუნვა;
• საწავლებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
• მაგისტრის ან ბაკალავრის საგანმანათლებლო ხარისხი
• პედაგოგიური საქმიანობის არა ნაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
• შესაბამისობა მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან (http://tpdc.ge/images/stories/__-_.pdf) სასურველია სერთიფიკატით დადასტურება
ცოდნა
• საგნისა და მისი სწავლების მეთოდების ცოდნა საბუმებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად (http://www.tpdc.ge/images/stories/pdf/sabunebismetyvelo_mecnierebebi.pdf)
• ბავშვის ასაკობრივი განვითარების ძირითადი კანონზომიერებები;
• სწავლის ძირითადი თეორიები;
• ეროვნული სასწავლო გეგმის (მიზნები, საგნობრივი პროგრამები, სწავლების თანამედროვე მიდგომები, შეფასების სხვადასხვა ფორმები) ცოდნა;
• პედაგოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივი ბაზა- (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, მასწავლებლის სტანდარტი, საგნობრივი სტანდარტი, მასწავლებლის ეთიკის კოდექსი, მოსწავლის ქცევის კოდექსი, ბავშვის უფლებათა კონვენცია, გიმნაზიის მარეგულირებელი დოკუმენტები)
უნარები:
• კლასის მართვა
• ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია;
• გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობა;
• სიახლეების ადვილად ათვისება;
• დროისა და სტრესის მართვა
• კონფლიქტების მართვა
• დაგეგმვა და ორგანიზებულობა;

• დასახული ამოცანების დროულად, ოპერატიულად, დამოუკიდებლად და უშეცდომოდ შესრულების უნარი;
• პროდუქტიულობა, ხარისხსა და შედეგზე ორიენტირება; 

• თვითდისციპლინა;

• ანალიტიკური აზროვნების უნარი
• პრიორიტეტების დასახვის უნარი;

• პრობლემის იდენტიფიკაციის და მისი გადაჭრის უნარი;
• სწრაფვა მუდმივი თვითგანვითარებისკენ.
• მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
• კოლეგიალური და თანამშრომლობითი საქმიანობის ჩვევები.
დამოკიდებულებები:
• ბავშვების, მშობლებისა და თანამშრომლების პატივისცემა;
• განვითარებაზე ზრუნვა, შემოქმედებითობა და ინოვაციურობა;
• მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები
პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word ძალიან კარგი
Microsoft Office Excel ძალიან კარგი
ენები:
ენა წერითი უნარები მეტყველება
ქართული ძალიან კარგი ძალიან კარგი
კანდიდატის მიერ უცხოური ენის ცოდნა განიხილება, როგორც უპირატესობა;

დამატებითი (აუცილებელი) მოთხოვნები:
ტრენინგებზე ხშირი მივლინებების შესაძლებლობა (თბილისი, კიევი, მოსკოვი, გერმანია და სხვ)
.


დამატებითი ინფორმაცია:
• დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ ვებ გვერდზე http://www.gg-school.ge განთავსებული სააპლიკაციო-სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც შეგიძლიათ წარადგინოთ 2013 წლის 27 დეკემბრის 17 საათამდე ელექტრონული მისამართზე: info@gg-school.ge ან ბეჭდური ფორმით მისამართზე ქ.ზუგდიდი, ცაიშვილის 32.
• სავალდებულოა ასევე განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტებისა (ან ასლის) და ფოტოსურათის წარდგენა;
• კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დროულად და სრულყოფილად წარმოადგენს დოკუმენტებს და აპლიკაციების გადარჩევის საფუძველზე, შესაბამისად იქნება მიჩნეული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მიმართებაში;
• წინასწარ გაცნობებთ რომ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან, (აპლიკანტის მიერ მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით);
კონკურსში გამარჯვებულ პირთან 2014 წლის 1 თებერვლიდან დაიდება შრომითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
გისურვებთ წარმატებებს!

07 დეკემბერი, 2013 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.