27 ნოემბერს ასოციაცია „ათინათში“ ახალგაზრდული ცენტრი „ორტუსი“ სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ესტუმრა „ღურწკაის გიმნაზიას“,
შეხვედრას უძღვებოდა ამავე სკოლის მასწავლებელი ქ-ნ ელისო ხურცილავა. ღონისძიება ჩატარდა პროექტი „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“–ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებეული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
ახალგაზრდებმა დაათვალიერეს გიმნაზია, გაეცნენ სკოლაში არსებულ სტრუქტურას, საგაკვეთილო პროცესს და ამასთანავე შეხვდნენ მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწვალეებს. ორტუსის წევრებმა მოსწვალეებს გააცნეს ახალგაზრდული ცენტრი და მისი საქმიანობა.
შეხვედრა საინტერესოდ და შედეგიანად დამთავრდა, ბავშვებმა და ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებები დაგეგმეს.