დღეს, პროექტის - „დიალოგი წარმატებულ ადამიანებთან“ ფარგლებში, კლასგარეშე და დამატებითი განათლების დარგში დირექტორის მოადგილის, ქალბატონ ელისო ხურცილავას ინიციატივით...
შედგა, GG-ს მოსწავლებისა და პედაგოგების შეხვედრა ცოტნე დადიანის დარბაზისა და ზუგდიდის განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან, ბატონებთან -კოსტანტინე კაკავა, დავით შამუგია, გიორგი ჩიქოვანი და გიორგი ნარმანია. სტუმრებმა დამსწრეთ გააცნეს მათი ორგანიზაციების მიზნები და საქმიანობები, მადლობა გამოუცხადეს GG-ს მესაკუთრესა და მთელ გუნდს რეგიონში ასეთი სასწავლო კერის დაფუძნებისათვის და აღნიშნეს, რომ GG იქცა ზუგდიდის სავიზიტო ბარათად. დიალოგმა წარმოაჩინა აზრთა თანხვედრა აღმზრდელობით მიდგომებთან და სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით. შეხვედრამ გულთბილ და უშუალო ატმოსფეროში ჩაიარა. გიმნაზიის დირექტორმა ბატონმა ჯამბულ ნაჭყებიამ მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და წარმატებებული თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. ვოკალური გუნდის წევრებმა სტუმრები სიმღერით გააცილეს.