error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
GG-კლუბი
GG-კლუბი

GG-ში მოგზაურთა კლუბი შეიქმნა....

GG-ს საპატიო პრეზიდენტის ბატონ ალექსანდრე ღურწკაიასა და მზრუნველთა საერთაშორისო საბჭოს წევრის ქალბატონ ვიკტორია კოროლიოვას GG-ს პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრისას წამოყენებული იდეების განსახორციელებლად იქმნება მოგზაურთა კლუბი „არგო“. საპროექტო ჯგუფს ხელმძღვანელობს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი ხათუნა პერტია.
კლუბის ძირითად ფუნქციებად განისაზღვრა:
• ინფორმაციისა და მასალის მოძიება, შეგროვება, დახარისხება სხვადასხვა ქვეყნებისა და ეპოქების შესახებ;
• მიზნობრივი ტურის მოწყობა;
• მოძიებული ინფორმაციისა და მასალების განთავსება გიმნაზიის მუზეუმში.
პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კლუბის წევრთა თვალსაწიერის გაფართოებას, მოსწავლეთა პატრიოტულ და ტოლერანტულ აღზრდას, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, მოტივაციის ამაღლებასა და გუნდური უნარ-ჩვევების განვითარებას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.