დღეს GG-ში გაიმართა კორპორაციული ივენთი მშობელთა მონაწილეობით.
არაფორმალური შეხვედრა მოიცავდა ურთიერთგაცნობას საინტერესო ფორმატით, მოლოდინებისა და სურვილების ურთიერთგაზიარებას, ვიქტორინასა და კონკურსებს, პედაგოგთა და მშობელთა თვითშემოქმედებას... შეხვედრის მიზანი იყო ახალჩამოყალიბებული მშობელთა და პედაგოგიური კოლექტივის დაახლოება და ერთ გუნდად ჩამოყალიბების ხელშეწყობა. მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს შეხვედრა და გამოთქვეს სურვილი, რომ ხშირად ჩატარდეს მსგავსი ღონისძიება და გახდეს GG-ის ცხოვრების საინტერესო ნაწილი. GG-ში მშობლები ჩართულნი არიან აღმზრდელობითი პროცესში, მათ ნებისმიერ დროს აქვთ გაკვეთილებზე დაკვირვების საშუალება ტელებარის მეშვეობით, დებულებით მშობელთა სათათბიროს ხელმძღვანელი გიმნაზიის საბჭოს წევრია და შეეძლება მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. გიმნაზიის დირექტორს ჰყავს მოადგილე მშობლებთან მუშაობის დარგში, დაგეგმილია მშობელთა უნივერსიტეტის ფუნქციონირება