error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
GG - შანხაი
GG - შანხაი
GG-ს დელეგაციის ვიზიტი შანხაიში
2014 წლის იანვარისთვის დაიგეგმა GG-ს დელეგაციის ვიზიტი შანხაიში. ვიზიტის პროგრამა მოიცავს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმისა და რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი სკოლისა და სკოლამდელი დაწესებულების საქმიანობის გაცნობასა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას. მათ შორისაა იუ ჩანგის საერთაშორისოდ აღიარებული სკოლა (www.ycis-sh.com). საერთაშორისო კვლევებში შანხაელმა მოსწავლეებმა მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო შედეგები აჩვენეს.
დელეგაციის წევრებად შეირჩნენ ჯამბულ ნაჭყებია-დირექტორი, მადონა ღურწკაია-დირექტორის თანაშემწე, ელისო ხურცილავა-დირექტორის მოადგილე, ნინო ჭიჭინაძე-პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, ნათია კვარაცხელია- ინგლისური ენის პედაგოგი, კემბრიჯის პროგრამის ხელმძღვანელი. ვიზიტის შედეგების შესახებ საზოგადოება დეტალურად იქნება ინფორმირებული.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.