GG-ს სტუმრობდა მზრუნველთა საერთაშორისო საბჭოს წევრი ქალბატონი ვიქტორია კოროლიოვა.
იგი შეხვდა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და დირექციას, გაეცნო მიმდინარე საქმიანობას, დაისახა გეგმები სამომავლო პროექტების განსახორციელებლად. ქალბატონი ვიქტორია ბრძანდება მოსკოვის ერთ-ერთი უმსხვილესი რეგიონის ვიცე-მერი და განათლების ექსპერტი. მან არა მარტო გააზიარა მდიდარი გამოცდილება და იდეები, არამედ გამოხატა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს მათ რეალიზებას gg-ში.
04 ნოემბერი, 2013 წ.