error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
GG -გაკვეთილი
GG -გაკვეთილი
შემოდგომის კვირეული GG- ში. I კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში (პედაგოგი-ნინო ჭიჭინაძე) , ქართულ ენასა (პედაგოგი-ნათია გვილია) და მათემატიკაში (პედაგოგი-მაკა აკობია) თემაზე ,,შემოდგომა და პატარა გოგონა''. დეკორაციები მომზადდა ხელოვნების (პედაგოგი-ნათია როგავა) გაკვეთილზე. 
გაკვეთილი რამდენიმე აქტივობისგან შედგებოდა. წარმოსახვითი გასეირნება შემოდგომის ტყეში შეცვალა თამაშებმა ,,დაინახე ხელებით'' და “ ,,წესებით', მოსწავლეების მიერ იმიტირებულ იქნა ,,შემოდგომის ფოთლები და ბეღურები'', შესვენების შემდეგ ორიენტირებული მოსმენის მეთოდით წარდგენილ იქნა ილუსტრირებული მოთხრობა ,,შემოდგომა და პატარა გოგონა''. თამაშისას ,,ამბავი აირია“ მოსწავლეებს არ გაუჭირდათ ილუსტრაციებისა და ამბის ურთიერთდაკავშირება , რიგითობის დადგენა და წიგნად აკინძვა, პატარა გოგონასათვის სახლის აშენება და მისთვის აუცილებელი ნივთების ვირტუალური მაღაზიაში შეძენა, სიკეთის შესახებ მოთხრობის საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირება, ამით გაკვეთილმა მიზანს წარმატებით მიაღწია.
31 ოქტომბერი, 2013 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.