.....და სკოლისკენ ჰერი-ჰერი 
ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზია (GG) ახალ სასწავლო წელს 20 სექტემბერს იწყებს.საკუთარ დაბადების დღეს GG მნიშვნელოვანი წარმატებებით ხვდება:
• გიმნაზიის შენობა საზოგადოებამ „წლის არქიტექტურად“ აღიარა;
• კლას-კაბინეტები და აღჭურვილობა ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოში საუკეთესოდ ჩათვალა;
• საგანმანათლებლო პროგრამები. რესურსები, პედაგოგების კვალიფიკაცია ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით პასუხობს ყველაზე მაღალ სტანდარტებს;
• დამფუძნებელსა და ინვესტორს მსოფლიო დაჯილდოებაზე გერმანიის ქალაქ გეტინგენში გადაეცა პრიზი 2013 წლის საუკეთესო ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტისათვის.