ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზია ახალ სასწავლო წელს, თავის დაბადების დღეს - 20 სექტემბერს იწყებს.
საკუთარ დაბადების დღეს GG მნიშვნელოვანი წარმატებებით ხვდება:- გიმნაზიის შენობა საზოგადოებამ „წლის არქიტექტურად“ აღიარა;
- კლას-კაბინეტები და აღჭურვილობა ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოში საუკეთესოდ ჩათვალა;
- საგანმანათლებლო პროგრამები, რესურსები, პედაგოგების კვალიფიკაცია ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით პასუხობს ყველაზე მაღალ სტანდარტებს;
- დამფუძნებელსა და ინვესტორს მსოფლიო დაჯილდოებაზე გერმანიის ქალაქ გეტინგენში გადაეცა პრიზი, 2013 წელს ევროპაში საუკეთესო ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტისათვის;