error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
GG-განცხადება
GG-განცხადება

GG აგრძელებს ბავშვთა მიღებას 1-6 კლასებში 20 სექტემბრამდე. ამ დრომდე, სწავლის ღირებულება (300 ლარი) ჯერჯერობით იქნება უცვლელი. ერთი ჯგუფი ფორმირდება არაუმეტეს 15 ბავშვის რაოდენობით.
GG-ში მოსწავლეთა ჩარიცხვა და მობილობა დაშვებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით მშობლების განცხადების საფუძველზე. 
ეს დამატებითი შანსია იმ მშობლებისთვის, ვინც გვიან შეიტყო ზუგდიდში ახალი საერთაშორისო დონის სასწავლებლის გახსნის შესახებ.
აღნიშნული პროცედურები უკვე გაიარა უმეტესობამ იმ მშობლებისა, რომელთაც წინასწარი რეგისტრაციის განაცხადები ადრევე ჰქონდათ შევსებული.
გიმნაზიაში ფორმირებულია I-VI კლასები, ავტორიზაციის საბჭოს მიერ GG -ისთვის განსაზღვრული მოსწავლეთა კონტინგენტის რაოდენობა შესაძლებელს ხდის მოსწავლეთა დამატებით მიღებას ყველა კლასში. 
პირველ წელს ჩარიცხულთათვის სწავლის საფასური პირველი კლასში შეადგენს 300, ხოლო მეორე-მეექვსე კლასებში 330 ლარს.

GG ელის ყველას, ვისთვისაც ხარსიხიანი განათლების მიღება პრიორიტეტულია.

გელოდებითSmileSmile

10 სექტემბერი, 2013 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.