error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
GG- PHYWE
GG- PHYWE

GG-ის დამფუძნებლის - შპს  "რეზონანსი საქართველოს" პარტნიორი,  გერმანული კომპანია  „ფიუვე“  100  წლის გახდა.

გერმანიის ქალაქ გეტინგენში 7-11 ივნისს გაიმართა საიუბილეო ღონისძიებები.    კომპანია რეზონანსის  დელეგაციას ხელმძღვანელობდა ბატონი  ჯიმშერ ღურწკაია.  მისი სახელით კომპანია რეზონანსი სწავლების თანამედროვე მეთოდების  გავრცელებაში მიღწეული წარმატებებისათვის  მსოფლიო მასშტაბით გამოირჩა და სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდნენ  კომპანია  „ფიუვეს“  მფლობელსა და ხელმძღვანელებს და მადლობა მოახსენეს მათ  GG -კაბინეტ -ლაბორატორიების  აღჭურვაში შეტანილი წვლილისათვის.  მოლაპარაკების  შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება გიმნაზიაში  მოეწყოს   აღნიშნული კომპანიის  ულტრათანამედროვე აღჭურვილობის სადემონსტრაციო დარბაზი. აგრეთვე, GG -ში ჩანერგული იქნება გერმანელი მეცნიერების სისტემატური ვიზიტი და მათ მიერ ჩვენს პედაგოგებზე ახალი ტექნოლოგიებით სწავლების მეთოდების გადმოცემა.

14 ივნისი, 2013 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.