საპატიო პრეზიდენტის შეხვედრები პედაგოგობის კანდიდატებთან
დღეს, 30 აპრილს, GG-ს საპატიო პრეზიდენტი, ალექსანდრე ღურწკაია შეხვდა გიმნაზიის პედაგოგობის კანდიდატებს , ბიოლოგ ნინო ჭიჭინაძესა და ისტორიკოს ხათუნა პერტიას. მათ ისაუბრეს სასკოლო პროგრამასა და კლასგარეშე საქმიანობებში მხარეთმცოდნეობის ინტეგრირების მნიშვნელობაზე. განიხილეს იაკობ გოგებაშვილის თეზა იმის შესახებ, რომ ყმაწვილის გონებისათვის უფრო სასიამოვნო და სასარგებლოა ბუნება და ყოველივე ის, რაც ყმაწვილს გარშემო არტყია. დაისახა კონკრეტული ამოცანები და საქმიანობები მხარეთმცოდნეობითი მასალის მოსაპოვებლად.