დღეს, 29 აპრილს, GG-ს ეწვია საპატიო პრეზიდენტი, ალექსანდრე ღურწკაია.
ბატონი ალექსანდრე დეტალურად გაეცნო პედაგოგიური პერსონალის შერჩევის, შენობების რეაბილიტაციისა და აღჭურვის, ავტორიზაციისათვის მზადების პროცესის დონეს. გიმნაზიის დირექტორთან, ბატონ ჯამბულ ნაჭყებიასთან ერთდ შეხვდა შენებლებს, დაათვალიერა მშენებლობის პროცესი და გამოხატა კმაყოფილება, მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ახალი ეპოქის შესაბამისი გიმნაზიის შექმნაზე შრომობს. ბატონი ალექსანდრე გეგმავს შეხვდეს პედაგოგობის კანდიდატებს, რათა მოხდეს აზრთა ურთიერთგაზიარება GG-ს პედაგოგიურ კონცეფციასა და სასკოლო განათლების საერთაშორისო ხარისხის მიღწევასთან დაკავშირებულ ამოცანებზე.