GG-ის საბუნებისმეტყველო მიმართულების ხელმძღვანელად მოწვეულია ცნობილი ფიზიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არაერთი საერთაშორისო პროექტის მონაწილე, 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ბატონი იური ბაღათურია.
ის 1999 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა გერმანიის უნივერსიტეტებსა და წამყვან სამეცნიერო ცენტრებში.
დღემდე მონაწილეობს CERN (შვეიცარიაში) მიმდინარე CMS ექსპერიმენტში. იური ბაღათურია ხელმძღვანელობდა სასწავლო-სამეცნიერო პროექტს ფიზიკის ინსტიტუტში, ფიზიკის ჯგუფს გამოცდების ეროვნული ცენტრში...
ბატონ იური ბაღათურიას ბიოგრაფია ვრცლად განთავსდება უახლეს დღეებში GG-ის ვებ გვერდზე