error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
სიახლეები მშენებლობის პროცესში

დამთავრდა  GG –ს კინო-საკონცერტო დარბაზის კონსტრუქციული ნაწილის დამონტაჟება, რომელიც განლაგებულია სასწავლო და სარეაკრეაციო კორპუსებს შორის.

დარბაზს დიდი მნიშვნელობა ექნება გიმნაზიის ცხოვრებაში. თავისი მოცულობით -  ქვეყნის დასავლეთში ყველაზე დიდი, ხოლო თანამედროვე სტილში რემონტით და აღჭურვილობით, საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში -  ერთადერთი.
სცენის ზომები - 10х8 მ., ხოლო დარბაზის ფართი - 750 კვ.მ. იქნება. დარბაზი, პარტერით და აივნებიანად, ერთდროულად მოითავსებს 500 -ზე მეტ მაყურებელს. სადარბაზო სკამები იქნება ტრანსფორმირებადი, რაც საშუალებას მოგვცემს სწავლის პროცესის დროს დარბაზმა შიდა ეზოს როლი ითამაშოს.

 

25 აპრილი, 2013 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.