error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
ღია კარის დღე

პრეს რელიზი

13 აპრილს ჩატარდა ღია კარის დღე.

GG-ში სწავლის მსურველ მოსწავლეთა მშობლები და მოწვეული სტუმრები გაეცნენ გიმნაზიის პროგრამებს,  პედაგოგობის კანდიდატებსა და  სწავლის პირობებს, მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო  შეკითხვებზე.

 

საერთაშორისო კვლევებმა გამოავლინა, რომ საქართველოში განათლების სფეროში  შედეგები არასახარბიელოა, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებში.   ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზიის (GG) გახსნა კომპანია „რეზონანს -საქართველოს“ მეორე მნიშვნელოვანი პროექტია თბილისში მასწავლებელთა სახლის თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვის შემდეგ,   რომელიც გამიზნულია  აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრისათვის.  GG რეგიონში უმაღლესი ხარისხის სასკოლო განათლების ახალი კერა  და   საგანმანათლებლო  ინოვაციების  დანერგვა - გავრცელების ცენტრი გახდება.

GG გამორჩეულია ულტრათანამედროვე ბაზით:

GG-ში  ყველა  კლას-კაბინეტი „მომავლისაა“ სენსორულ ეკრანიანი დაფებით, ინდივიდუალური პულტებითა და თანამშრომლობითი მერხებით,  რასაც ემატება  ისეთი ინოვაციები, როგორიცაა  ღია საგაკვეთილო სივრცე  დაწყებითებისათვის,   ტელე-ბარი მშობელთათვის, სასტუმრო-პანსიონი  გაცვლითი პროგრამებისათვის, გადახურული  შიდა ეზო და ა.შ.

GG -ის  განასხვავებს  შედეგებზე  ორიენტირებული პროგრამები  და მეთოდიკა

საბუნებისმეტყველო საგნების ექსპერიმენტულ-კვლევითი სწავლება  უზრუნველყოფილია  უნიკალური ევროპული ლაბორატორიებით.

გაღრმავებულად ისწავლება ენები, ხოლო დამატებით  მეტყველება  და დრამა, ცეკვა, ჭადრაკი, სოციალური და ფინანსური განათლება

გაკვეთილზე ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა  მხოლოდ 12-16 -ია, რათა სრულად წარმოჩინდეს თითოეული მოსწავლის  საჭიროება და შესაძლებლობა. ამას ემატება  დამატებითი კონსულტაციები და საპროექტო საქმიანობა.

GG-ის წარმატების მთავარი საწინდარი კომპეტენტური და  მოტივირებული მასწავლებელია:

სპეციალური უმაღლესი განათლება, დოქტორისა ან მაგისტრის ხარისხი და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმატებით ჩაბარებული სასერთიფიკაციო გამოცდა მინიმალური მოთხოვნებია, რასაც აკმაყოფილებს პედაგოგობის კანდიდატად შერჩეულთა უმრავლესობა. GG-ში სწავლის მსურველ მოსწავლეთა წინასწარი რეგისტრაცია გრძელდება, ღია კარის დღეების ჩატარება  ახალი ნაკადისთვისაც იგეგმება.

17 აპრილი, 2013 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.