error
  • XML Parsing Error at 1:247. Error 73: > required
პირველკლასელთა მიღება
პირველკლასელთა მიღება

ჯიჯიში პირველკლასელთა მიღების ეტაპები


 

-          სარეგისტრაციო ფორმა - რეგისტრაციის მსურველებმა ჯიჯი გიმნაზიის ადმინისტრაციაში უნდა წარმოადგინონ შევსებული აპლიკაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია;

-          ტესტირება და გასაუბრება მოსწავლესთან - სარეგისტრაციო ფორმის წარმოდგენის შემდეგ, I კლასში ბავშვების მიღებისას, ინიშნება გასაუბრება მოსწავლესთან და მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან;

-          ფინანსური ვალდებულება - სწავლის წლიური საფასური - 3500 ლარი. გადახდა ხდება 2 ეტაპად: თანხის ნახევარი 30 მაისამდე, მეორე ნახევარი - 10 დეკემბრამდე;

-          ხელშეკრულება - სწავლის საფასურის გადახდის საფუძველზე, ხდება საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. რის შემდეგაც, დადგენილ ვადებში მოხდება მოსწავლის საბოლოო რეგისტრაცია ჯიჯი-გიმნაზიაში;

-          დაინტერესებული მშობლებისთვის ჯიჯი-გიმნაზია ორგანიზებას უწევს ინდივიდუალურ საინფორმაციო შეხვედრებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ გიმნაზიის ადმინისტრაციას: 579 15 20 02

https://docs.google.com/…/1FAIpQLSfrIvUw2e7gclD3FS…/viewform


16 თებერვალი, 2023 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.