error
  • XML Parsing Error at 1:247. Error 73: > required
შემეცნებითი ექსკურსია
შემეცნებითი ექსკურსია

ჯიჯის უფროსკლასელები აქტიურად ახორციელებენ პროექტს ,,ისწავლე და ასწავლე ჯიჯიში’’. ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იმაღლებენ გარემოსდაცვით ცნობიერებას და მიღებულ გამოცდილებას უზიარებენ უმცროსკლასელებს.

პროექტის ფარგლებში ჯიჯიელებმა არაერთი თემა გააქტიურეს. მათ შორის --კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება.
ჩვენ ვცხოვრობთ გლობალური დათბობის ხანაში. ისეთი ბუნებრივი რესურსები როგორიცაა: წყალი, ნიადაგი და კლიმატური პირობები განიცდის ცვლილებას. ეს პირდაპირ ისახება სოფლის მეურნეობაზე.
3 დეკემბერს, საქართველოს ტექნოპარკში Future Agro Challenge გაიმართა, რომელიც 60 ქვეყნის პარალელურად საინერესო სტარტაპერების გამოვლენას ემსახურებოდა. კონკურსის პარალელურად ჩატარდა კონფერენცია, რომელშიც სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებთან ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკები იქნა გაზიარებული.

ჯიჯიელებს მიეცათ შესაძლებლობა, დასწებოდნენ ამ კონფერენციას და მოესმინათ სპიკერების გამოსვლები.
კონფერენციაზე მიღებულ ინფორმაციასა და გამოცდილებას ჯიჯიელები აუცილებლად განავრცობენ და გაანალიზებენ. ისინი გააკეთებენ დასკვნებს, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს მსგავსი შემეცნებითი ექსკურსიები მოსწავლეებს:
სწავლის სწავლასა და დამოუკიდებლად საქმიანობაში;
დროსა და სივრცეში ორიენტირებაში;
მეწარმეობაში, ინიციატივების გამოვლენასა და საქმედ ქცევაში;
განცდილის, ნააზრევის მსმენელამდე მიტანაში;
სხვისი მოსმენისა და გაგების უნარის, პიროვნული ღირსების გააზრებისა და დაფასების უნარების განვითარებაში.
გაკეთებულ დასკვნებს, ნანახს და მოსმენილს, მოღებულ გამოცდილებას უფროსკლასელები აუცილებლად გაუზიარებენ უმცროსებს.

ჯიჯიელები ასევე სტუმრობდნენ: ილუზიების მუზეუმს, ჰოლოზეუმს, ექსპერიმენტორიუმს.
ასევე ციფრულ სივრცეს, სადაც ვან გოგის ციფრული გამოფენა დაათვალიერეს,
ნახეს, ასევე გაციფრულებული ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი ,,ბაზალეთის ტბა’’.
მსგავსი შემეცნებითი ტურები აუცილებლად გაგრძელდება.
06 დეკემბერი, 2021 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.