error
  • XML Parsing Error at 1:247. Error 73: > required
ღია კარის დღე ჯიჯიში!
ღია კარის დღე ჯიჯიში!
დღეს, ჯიჯი გიმნაზიაში გაიმართა ღია კარის დღე, სადაც ყველა დაინტერესებულ ადამიანს მიეცა საშუალება, გაცნობოდა ჯიჯის სასწავლო გარემოსა და პირობებს, რომელსაც გიმნაზია სთავაზობს მოსწავლეებს.
ჯიჯის დირექტორმა, ქალბატონმა ნინო ჭიჭინაძემ, მიმართა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო იმ შეთავაზებების შესახებ, რომელსაც გიმნაზია სთავაზობს მე-10, მე-11 კლასელებს.
ჯიჯიში, კონკურსის წესით შერჩეული მოსწავლეები სკოლაში სწავლის საფასურის ფარგლებში საჩუქრად მიიღებენ საატესტატო და ეროვნული გამოცდებისათვის მზადების სრულ პაკეტს, რაც მათ მისცემთ საშუალებას, რეპეტიტორებთან სიარულის გარეშე, წარმატებით ჩააბარონ გამოცდები.
პრეზენტაციის დასასრულს, სტუმრებს, ჯიჯის მოსწავლეებმა თვითშემოქმედებით უმასპინძლეს და კონცერტი შესთავაზეს.
21 მარტი, 2017 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.