error
  • XML Parsing Error at 1:247. Error 73: > required
აკადემიური სიახლე ჯიჯიში
აკადემიური სიახლე ჯიჯიში
ახალი სასწავლო წლიდან „ჯიჯი“- ს მაღალკვალიფიციური გუნდი, მოწვეულ სპეციალისტებთან (მათ შორის უცხოელებთან) ერთად, გთავაზობთ საგანმანათლებლო მომსახურების ახალ პაკეტს: მე-10, მე-11 კლასებში, ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგების გაუმჯობესებას, საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ორიენტირებულ, დამატებით სწავლებას.
*პროგრამის ღირებულებაში შედის ძირითადი სასწავლო მასალითა და რესურსებით უზრუნელყოფა.
(ჯიჯიელებისთვის უფსოდ)


ქართული ენა და ლიტერატურა

სააბიტურიენტო პროგრამა - სრულად პასუხობს ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნებს: ტექსტის მოდელირება, რედაქტირება, არგუმენტირებული მსჯელობა, წაკითხულის გააზრება, გრამატიკულ-სტილისტური სტრატეგიების და ვერბალური უნარ- ჩვევების დაუფლება/გაუმჯობესება.

საატესტატო პროგრამა
- ეროვნული სასაწავლო გეგმით მისაღწევი შედეგების გასაუმჯობესებელი, მოსწავლეთა ინდივიდულური საჭიროებიდან გამომდინარე დაგეგმილი აქტივობები. წერისა და კითხვის სტრატეგიების დაუფლება. მაქსიმალური დახმარება საგნობრივი სტანდარტის დაძლევასა და გაუმჯობესებაში .

თითოელი პროგრამში ყოველი თემის შეჯამება მოხდება კომპიუტერული ტესტირებითა და კოლოქვიუმებით:

ენის გამომსახველობითი საშუალებათა (როგორც ლექსიკური ისე გრამატიკული)ადექვატური გამოყენება;
• ენობრივი კონსრუქციის სწორად აგება და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დაცვა;
• სხვადასხვა დანიშნულების ტექსტის შედგენა;
• მხატვრული ტექსტის ლექსიკის გაგება;
• ლიტერატურული მასალის საფუძველზე პრობლემის დასმა, გაზიარება და ანალიზი;
• ნაწარმოების თემისა და იდეის, მოტივების, ცალკეული დიალოგების, მხატვრული სახეების, სიყუაციის, კოლიზიის არსისა და პრესონაჟთა ქცევის მოტივაციის ადექვატური გააზრება;
• არგუმენტების ლოგიკურად, დამაჯერებლად ჩამოყალიბება და შესაბამისი მაგალითებით გამყარება;
• ლიტერატურული ნაწარმოების (ან მისი ნაწილის) ანალიზი, კომენტარი;
• ლიტერატურულ ნაწარმოებთა შორის მსგავსება, განსხვავების მიგნება და შედარებითი ანალიზი;
• მწერლის ენის, სტილის ძირითადი თავისებურებებისა და გამომხატველობითი საშუალებების სწორი აღქმა და გააზრება;
• ლიტერატურული ტექსტზე ინდივიდუალური დამოკიდებულებების გამოვლენა

მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა

სააბიტურიენტო პროგრამა: საატესტატო და ეროვნული გამოცდებისთვის მტკიცე ფაქტობრივ ცოდნასასთან ერთად მოსწავლეები განივითარებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს შემდეგ საკითხთა ერთობლიობის ფუნდამენტურად შესწავლის შედეგად:

• რიცხვები და მოქმედებები რიცხვებზე
• კანონზომიერებები და ალგებრა
• გეომეტრია და სივრცის აღქმა
• მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა.
• პროგრამა მოიცავს ზოგადი უნარების მათემატიკური ნაწილის შესაბამის საკითხებსაც:

• არითმეტიკა და ალგებრა
• გეომეტრია
• მონაცემთა ანალიზი
• ალბათობის თეორია
• ზომა, ზომის ერთეულები

მეცადინეობა წარიმართება, როგორც სასკოლო ისე სხვადასხვა არსებული, აპრობირებული და პოპულარული სახელმძღვანელოების გამოყენებით, რომელიც აუცილებლად იქნება აბიტურიენტის წარმატების გარანტი.

ინგლისური ენა და ლიტერატურა


სააბიტურიენტო პროგრამა სრულად პასუხობს ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნებს ინგლისური ენის სწავლებაში.მიზანდ ისახავს ამ ენაზე თავისუფალი და გამართული მეტყველების უნარის გამომუშავებას. ყურადღება გამახვილდება განხსხვავებული ტიპის თხზულებებისა და ესეების წერაზე, რაც საშუალებას მისცემს აბიტურიენტს დაეუფლოს არგუმენტირებული აზრის ფორმირებას.შეისწავლიან მსოფლიო კლასიკური ლიტერატურის ნაწარმოებებს და გამოიმუშავებენ წაკითხული ტექსტის გააზრების ტექნიკას. ჩატარდება ტესტებისთვის მოსამზადებელი მეცადინეობები და იმიტირებული ტესტირება.

საატესტატო პროგრამა - მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას, (წერა, კითხვა, მოსმენა, ლაპარაკი) და პროგრამით გათვალისწინებული გრამატიკული საკითხების სრულს პაკეტი..
IELTS (ინგლისური ენის ტესტირების საერთაშორისო სისტემა) არის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ინგლისური ენის ტესტი,რომელსაც ყოველ წელს ორ მილიონზე მეტი კანდიდატი აბარებს IELTS ტესტს.
IELTS ტესტი გზას გიხსნით ყველგან - ტესტი კანდიდატებს ეხმარება იცხოვრონ, ისწავლონ და იმუშაონ საზღვარგარეთ. IELTS აღიარებულია 9,000-ზე მეტი ორგანიზაციის მიერ მსოფლიოს 140 ქვეყანაში, როგორიცაა სამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციები, დამსაქმებლები.
IELTS ერთადერთი ტესტია, რომელიც აღიარებულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში
IELTS ერთობლივად ეკუთვნის სამ ორგანიზაციას: ბრიტანეთის საბჭო, IDP: IELTS ავსტრალია და კემბრიჯის უნივერსიტეტი.
TOEFL (Test of English as a Foreign Language) მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტესტია, რომელიც აღიარებულია მსოფლიოს 130 ქვეყანაში.
TOEFL IBT- ის მოსამზადებელი კურსის დაწყების წინ თქვენ გაივლით სპეციალურ ტესტირებას და გასაუბრებას, რაც დაადგენს თქვენი ცოდნის დონეს და ამ ცოდნის შესაბამისობას არჩეული საგამოცდო კურსისათვის.


რუსული ენა და ლიტერატურა

• წაიკითხოს B1 სირთულის მცირე ან საშუალო ზომის შემეცნებითი ან ინფორმაციული სახის ტექსტი - განცხადება, რეკლამა, წერილი, ადაპტირებული საგაზეთო პუბლიკაცია და ა.შ. და გაიგოს მასში მოცემული როგორც ძირითადი აზრი, ასევე კონკრეტული ინფორმაცია. შეარჩიოს და გამოიყენოს დავალების შესაბამისი კითხვის სტრატეგიები.
• მოისმინოს შესაბამისი სირთულის მცირე ზომის შემეცნებითი ან ინფორმაციული სახის ტექსტი (დიალოგი ან თხრობითი სახის) და გაიგოს მასში მოცემული როგორც ძირითადი აზრი, ასევე კონკრეტული ინფორმაცია. შეარჩიოს და გამოიყენოს დავალების შესაბამისი მოსმენის სტრატეგიები.
• დაწეროს 120-150 სიტყვიანი თხზულება. მკაფიოდ, თანმიმდევრულად და არგუმენტირებულად ჩამოაყალიბოს საკუთარი მოსაზრება მოცემულ თემასთან დაკავშირებით. გამოიყენოს მოთხოვნის შესაბამისი ლექსიკური და გრამატიკული სტრუქტურები.
• დაწეროს მცირე ზომის განმარტებითი ხასიათის საქმიანი წერილი. გამოიყენოს მოთხოვნის შესაბამისი ლექსიკური და გრამატიკული სტრუქტურები.
• გაიგოს და მოთხოვნის შესაბამისად გამოიყენოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული B1 დონის ლექსიკა და ენობრივი ფუნქციები. ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა უცხოურ ენებში სრულ შესაბამისობაში.


ისტორია:

ჯიჯის საატესტატო და სააბიტურიენტო პროგრამის გავლის შედეგად მოსწავლეს შეეძლება:

1.ისტორიული დროის გაგება;
2. ისტორიული ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება;
3.ისტორიული ცნებებისა და ტერმინების გამოყენება;
4. კავშირებისა და მიმართებების დადგენა;
5.ისტორიული ეპოქის განცდა;
6.ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია;
7.პრობლემის გააზრება და სხვდასხვა საკითხებს შორის კავშირების დადგენა;
9.კრიტიკული აზროვნება;
10. შემოქმედობითობა;
11.პოზიციის შემუშავება, კრიტიკა,დაცვა;

ისტორიის საგამოცდო ტესტით მოწმდება:

1. საპროგრამო მასალის ცოდნა და მისი გამოყენების უნარი( რეპროდუცირება);
2. სხვადასხვა სახით (ტექსტი, რუკა, ფოტო, დიაგრამა)წარმოდგენილი მასალიდან საჭირო ინფორმაციის გამოყენება( იდენტიფიცირება);
3. საპროგრამო მასალიდან გააზრების, ანალიზის, განზოგადოების და ინფორმაციიდან დასკვნის გამოტანის უნარი( რეპროდუცირება);
4. დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების უნარი( თავისუფალი პროდუცირება).
5. სოციალურ-პოლიტიკური მოვლენებისა და პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა;
საატესტატო გამოცდა ისტორიაში:
1.ისტორიული ცნებებისა და ტერმინების გამოყენება;
2. კავშირებისა და მიმართებების დადგენა;
3.ისტორიული ფაქტების და მოვლენების თანმიმდევრული ცოდნა;
4. ისტორიული მნიშვნელობის თარიღების ცოდნა და მათი ფაქტებთან დაკავშირება;


ბიოლოგია

ჯიჯის საატესტატო და სააბიტურიენტო პროგრამის გავლის შედეგად მოსწავლეს შეეძლება:

• საკითხის ცოდნის, გაგებისა და გამოყენების დემონსტრირება.
• ძირითადი ცნებების, ფაქტების, კანონების ცოდნა, შესაბამისი ტერმინოლოგიით ახსნა- განმარტება, მათი ადეკვატური და პრაქტიკული გამოყენება; 2. მონაცემების წაკითხვა და ორგანიზება
• სხვადასხვა ტექსტიდან, ნახატიდან, გრაფიკიდან, სქემიდან, ცხრილიდან და დიაგრამიდან საჭირო ინფორმაციის წაკითხვა;
• მონაცემების გადაყვანა ერთი სახიდან მეორეში (მაგ. ცხრილების გრაფიკებში და სხვ.); 3. მონაცემების ანალიზი და შეფასება.
• ფიზიკურ სიდიდეებს შორის ზოგადი კანონზომიერებებისა და რაოდენობრივი კავშირების დადგენა;
• მონაცემთა ინტერპრეტაცია, ანალიზი და დასკვნის გამოტანა;
• მონაცემთა კლასიფიცირება;
• მოვლენათა მიზეზების ახსნა. მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა; 4. პრობლემის გადაჭრა.
• პრობლემის გადაჭრის გზების შერჩევა;
• პრობლემის გადაჭრის ეტაპების განსაზღვრა;
• პრობლემის გადაჭრა.


ქიმია

სააბიტურიენტო პროგრამა - სრულად პასუხობს ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნებს:

1. საკითხის ცოდნის, გაგებისა და გამოყენების დემონსტრირება:
• ძირითადი ცნებების, ფაქტების, კანონების ცოდნა, შესაბამისი ტერმინოლოგიით ახსნა-განმარტება, მათი ადეკვატური და პრაქტიკული გამოყენება.
2. მონაცემების წაკითხვა და ორგანიზება:
• სხვადასხვა ტექსტიდან, ნახატიდან, გრაფიკიდან, ექემიდან, ცხრილიდან და დიაგრამიდან საჭირო ინფორმაციის წაკითხვა:
• მონაცემების გადაყვანა ერთი სახიდან მეორეში (მაგ., ცხრილების გრაფიკებში და სხვ.)
3. მონაცემების ანალიზი და შეფასება:
• ფიზიკურ სიდიდეებს შორის ზოგადი კანონზომიერებისა და რაოდენობრივი კავშირების დადგენა;
• მონაცემთა ინტერპრეტაცია, ანალიზი და ცდასკვნის გამოტანა;
• მონაცემთა კლასიფიცირება;
• მოვლენათა მიზეზების ახსნა. მიზეზ-შედეგობრივი კავშრების დადგენა.
4. პრობლემის გადაჭრა.

ფიზიკა

საატესტატო პროგრამა - სრულად პასუხობს ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნებს:

საგნობრივი უნარ-ჩვევები
• ცოდნა, გაგება და გამოყენება;
• ძირითადი ცნებების, ფაქტების, კანონების ცოდნა, შესაბამისი ტერმინოლოგიით ახსნა - განმარტება, მათი ადეკვატური და პრაქტიკული გამოყენება;
• მონაცემების წაკითხვა და ორგანიზება.
სხვადასხვა ტექსტიდან, ნახატიდან, გრაფიკიდან, სქემიდან, ცხრილიდან და დიაგრამიდან საჭირო ინფორმაციის წაკითხვა
• 1.მონაცემების გადაყვანა ერთი სახიდან მეორეში (მაგ. ცხრილების გრაფიკებში და სხვა)
• 2. მონაცემების ანალიზი და შეფასება;
• 3. ფიზიკურ სიდიდეებს შორის ზოგადი კანონზომიერებებისა და რაოდენობრივი კავშირების დადგენა ;
• მონაცემთა ინტერპრეტაცია, ანალიზი და დასკვნის გამოტანა ;
• მონაცემთა კლასიფიცირება ;
• მოვლენათა მიზეზების ახსნა. მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა;
• პრობლემის გადაჭრა ;
• 8.პრობლემის გადაჭრის გზების შერჩევა;
• 9.პრობლემის გადაჭრის ეტაპების განსაზღვრა;
• 10.პრობლემის გადაჭრა.


სამოქალაქო განათლება/სააბიტურიენტო პროგრამა

სამოქალაქო განათლების აბიტურიენტების მომზადების პროგრამა შედგენილია ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნების შესაბამისად.
პროგრამის ფარგლებში აბიტურიენტები საპროგრამო მასალასთან ერთად დაეუფლებიან და გაიმდიდრებენ საგანთან დაკავშირებულ ცნებობრივ აპარატს; განივითარებენ ინფორმაციის კლასიფიცირების, გარკვეული ნიშნით დაჯგუფების, განზოგადების, ინფორმაციათა შორის შესაბამისობის დამყარების, ინფორმაციის მოცემული პრინციპის მიხედვით დალაგებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარებს; შეისწავლიან პროექტის წერის სტრატეგიებს.

გეოგრაფია

სააბიტურიენტო პროგრამა

• ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნების შესაბამისად:
• კითხვები არჩევით ბოლოიანი პასუხებით;
• შესაბამისობის დადგენა;
• გეოგრაფიული ამოცანები;
• გამოტოვებული სიტყვების ჩასმა;
• ტექსტის ანალიზი;
• რუკის ანალიზი;
• ცხრილებსა და დიაგრამებზე მუშაობა;
• ტოპოგრაფიულ რუკებზე მუშაობა.

საატესტატო პროგრამა -ფაქტობრივი მასალის დაუფლება;

• გეოგრაფიული ცნებების და ტერმინების ადექვატური გამოყენება;
• გეოგრაფიული რუკის კითხვა;
• სხვადასხვა ტიპის თვალსაჩინოებების (ფოტოების, გრაფიკების, ცხრილებისა და დიაგრამების) გამოყენებითი ინფორმაციის შეჯერება/ანალიზი;
• გეოგრაფიული მოვლენებისა და პროცესების დამახასიათებელი ნიშნების გარჩევა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა;

08 მარტი, 2017 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.