დღეს "ჯიჯი-ბანაკი" მასტერკლასებს დაეთმო, რომელიც "შობის ვარსკვლავის" შექმნასა და უკრაინული კერძების მომზადებას ისახავდა მიზნად.
რეფლექსიის დროს სტუმრებმა დღე შეაჯამეს და ჯიჯის "ივენთ-ჰოლში" უკრაინული სიმღერებისა და ტრადიციების საღამო მოაწყვეს. შესრულდა საშობაო სიმღერები, მოზარდებმა წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე, დააგემოვნეს მათ მიერ მომზადებული კერძები და ერთმანეთს კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს.
ქართული
Pусский
English

















