error
  • XML Parsing Error at 1:247. Error 73: > required
რუბრიკა: "რას ნიშნავს ჩემთვის ჯიჯი"?!
რუბრიკა: "რას ნიშნავს ჩემთვის ჯიჯი"?!
ჯიჯს მე-8 კლასის მოსწავლე, მარიამ ვადაქარია
ერთ-ერთ შესვენებაზე, გადავწყვიტე კითხვაზე "რას ნიშნავს ჩემთვის ჯიჯი" გულწრფელად მეპასუხა.
საკლასო ოთახში განვმარტოვდი და რვეულში ვწერდი ყველა იმ სიტყვას, რაც მინდოდა, რომ ჯიჯის დახასიათებისას გამომეყენებინა. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, მივხვდი, რომ ჯიჯი ის სამყაროა რომელზეც უბრალოდ შეუძლებელია მარტივად ისაუბრო. ჩემი დაწერილი ბევრჯერ წავშალე, მერე ხელახლა დავიწყე აკრეფვა ტექსტის და ამსობაში ზარიც დაირეკა.
მთელი გაკვეთილი მოსვენება დავკარგე, მინდოდა, ქალბატონ, მაკას დავალება დროულად შემესრულებინა და თან ლამაზი ჩანახატი გამომსვლოდა, ჩემს ჯიჯიზე.
როგორც იქნა სახლში წავლის დრო დადგა. ახლა ბუხართან ვზივარ და ვფიქრობ, როგორ გავართვა თავი მოცემულ დავალებას. ძალიან რთული ყოფილა საკუთარ ოჯახზე საუბარი. ჯიჯი ხომ ჩვენი დიდი ოჯახია, სადაც ყველაფერი ფერადი და ნათელია. ყველა კუთხე საოცარ მუხტს მაძლევს. მიქმნის განწყობას, რომ კარგად ვისწავლო, რომ გავამართლო ჯიჯიელობა.
აქ, ცაც სხვა ფერია! ასე მგონია ყველაზე ბედნიერი ბავშვობა გვაქვს მე და ჩემს მეგობრებს, რადგან ჩვენ გაგვიმართლა, რომ ვატარებთ ჯიჯიელის სტატუსს. რომ გვერქმევა ჯიჯის კურსდამთავრებული.
ჩემო მეგობრებო, ჩემო მასწავლებლებო, ძალიან მიყვარხართ და მადლობა, რომ მუდმივად ზრუნავთ ჩვენზე.
ამაყი ვარ! საოცრად ამაყი, მე ხომ ჯიჯიელი ვარ!
05 დეკემბერი, 2016 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.