საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავა, ინტერესით გაეცნო ჯიჯი გიმნაზიის გამოცდილებასა და ინოვაციურ მიდგომებს, შეხვდა და გაესაუბრა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს. დაინტერესებულ მხარეებს გააცნო საკუთარი ხედვა და დაგეგმილი ცვლილებები.
შეთანხმდნენ განათლების სფეროში კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და შესაძლო ერთობლივ პროექტებზე.
მინისტრმა ხაზი გაუსვა გიმნაზიის დადებით გამოცდილებას მშობელთა ჩართულობის კუთხით
პედაგოგებთან შეხვედრის დასასრულს, ბატონ ალექსანდრეს განათლების სფეროში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისათვის საპატიო ჯიჯიელის წოდება მიენიჭა და სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა.