error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
რუბრიკა: ფონდი - ჯიჯი
რუბრიკა: ფონდი - ჯიჯი
გაიმართა "ჯიჯი-ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა და დამტკიცდა მასწავლებლების მიერ წარდგენილი პროექტები.
გეოგრაფიის პედაგოგმა, ქალბატონმა ნანა ჯაბურიამ, წარადგინა პროექტი-"მოგზაურობა მსოფლიოს ირგვლივ", პროექტის პირველ ეტაპზე, ჯიჯის მოსწავლეები, შემეცნებით ტურებში მიიღებენ მონაწილეობას, რომლის შემდეგაც, საქართველოს კუთხეებზე საჯარო პრეზენტაციებს გამართავენ.
ჯიჯის ინგლისური ენის პედაგოგებმა, საბჭოს წევრებს, კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პროექტი წარუდგინეს. პროექტი -" ასწავლე და ისწავლე ჯიჯიში" მიზნად ისახავს, ჯიჯის საგანმანათლებლო სივრცეში, უცხოელი, ინგლისურენოვანი, კვალიფიციური მასწავლებლის მოწვევას.
დღეს დამტკიცებული პროექტები ჯიჯიში, მიმდინარე სასწავლო წლის მანძილზე განხორციელდება.
28 ოქტომბერი, 2016 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.