error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
ჯიჯის საპატიო პრეზიდენტი წლის პერსონად დასახელდა!
ჯიჯის საპატიო პრეზიდენტი წლის პერსონად დასახელდა!
საქართველოში პირველად წარმატებული მამაკაცების დაჯილდოების ცერემონიალი "პერსონა 2016" გაიმართება, სადაც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამორჩეული მამაკაცები.
გუშინ თბილისში გაიმართა , "პერსონა 2016" -ის ტიტულის ნომინანტების წარდგენა.
დაჯილდოების ცერემონიალის ორგანიზატორების, კომპანია ct-news და ორგანიზაცია ,,ქართული განათლების" განცხადებით, ნომინანტებად დასახელდნენ მამაკაცები, რომლებიც პირველ რიგში გამოირჩევიან პიროვნული ღირსებებით და შემდეგ იმ რეგალიებით, რომლებიც მათ აქვთ თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე.
ბატონ ალექსანდრეს საქართველოს მასშტაბით წლის პერსონად ნომინირება ჯიჯი გიმნაზიისა და მისი დამფუძნებელი ოჯახის მორიგი აღიარებაა. შეგახსენებთ, რომ განათლების განვითარების სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი ღვაწლისათვის ქვეყნის ისტორიაში პირველად ერთი ოჯახის ორი წევრი მამა და შვილი, ალექსანდრე და ჯიმშერ ღურწკაიები დაჯილდოებული არიან საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენებით.
24 ოქტომბერი, 2016 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.