დღეს, 21 ოქტომბერს, პირველ კლასში ჩატარდა, კლასის საათი თემაზე: "მეგობრობა".
ტუტორ-დამრიგებელმა პატარებს აუხსნა სიტყვების: მეგობარი , მეგობრობა და ერთგულების მნიშვნელობა. ბავშვებმა დაასახელეს და დაახასიათეს მეგობრები და მრავალფეროვანი აქტივობებით, როლური თამაშითა და კითხვა-პასუხით გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები აღნიშნულ თემაზე.
ასევე, უფროსებთან ერთად, შეადგინეს დადებითი ემოციების გამომხატველი პოსტერი.