error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
რუბრიკა: "ჯიჯი-გაკვეთილი"
რუბრიკა: "ჯიჯი-გაკვეთილი"
ფიზიკისა და ქიმიის პედაგოგებმა, ინგა შამუგიამ და მარი ქვარაიამ, მე-7 კლასში, ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: "ნივთიერება და მისი შედგენილობა".
გაკვეთილი პრეზენტაციის სახით წარმოადგინა, ნიკა ბოხუამ. მან თანაკლასელებს გააცნო, მის მიერ მოძიებული და დამუშავებული მასალა ნივთიერების შედგენილობაზე, ისაუბრა მოლეკულაზე და ატომზე.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა ვირტუალურ-ლაბორატორიული ექსპერიმენტის საშუალებით, გაიაზრეს ნივთიერებაში შემავალ მოლეკულებს შორის ტემპერატურის ზეგავლენით მანძილის ცვალებადობა. ექსპერიმენტები დაეხმარა მათ, თავადვე აეგოთ ზოგიერთი მოლეკულის ბურთულ-ღეროვანი მოდელები. ასევე, მოსწავლეებმა შეძლეს მოლეკულის შედგენილობაში შემავალი ატომების თვისობრივი და რაოდენობრივი დახასიათება. შეაჯამეს გაკვეთილი და გამოკვეთეს ის საკითხები, რაც უკვე იცოდნენ ნივთიერების შესახებ.
10 ოქტომბერი, 2016 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.