ჯიჯიელები ამ წუთებში, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში იმყოფებიან.
მოსწავლეებს, პროექტის:
"მოგზაურობა შექსპირის მისტიურ სამყაროში" ფარგლებში, უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ქალბატონმა ელისო ფანცხავამ უმასპინძლა.
შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო, ჯიჯი გიმნაზიის პრეზენტაციას, რომელიც ინგლისურ ენაზე წარმართეს, მე-7 კლასის მოწავლეებმა, ნიკოლოზ ბოხუამ და ჯანეტა შონიამ.
მოსწავლეებმა, ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ვიდეო-სლაიდის საშუალებით უფრო ახლოს დაანახეს ჯიჯი გიმნაზიის შესაძლებლობები, ხარისხი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.