დღეს, მე-8 კლასში, გეოგრაფიის პედაგოგმა, ქალბატონმა ნანა ჯაბურიამ ჩაატარა გაკვეთილი თემაზე: "საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა".
მოსწავლეებმა, იმსჯელეს ევროპასა და აზიას შორის საზღვრის გატარების ვერსიებზე, საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე, კონტურულ რუკაზე გადაიტანეს საქართვლოს განედზე მდებარე სახელმწიფოები, და მომდევნო გაკვეთილისთვის დაგეგმეს რეფერატი- "საქართველოს ხელსაყრელი მდებარეობა".