ამ წუთებში, პროექტის "ვაზის კულტურა საქართველოში" ფარგლებში, ჯიჯიში, წარმოდგენილია წელიწადის ყველაზე ბარაქიანი დრო "შემოდგომა".
ჯიჯიელები მონაწილეობენ საწნახელში ყურძნის დაწურვისა და ღვინის დაყენების პროცესში. მოსწავლეები, კოლხური ტრადიციების შემსწავლელ ცენტრში (ჯარგვალი) ადუღებენ თათარას და ამოავლებენ ჩურჩხელებს.
ზეიმზე მიღებულ შთაბეჭდილებებს, ჯიჯის ყველაზე პატარა აღსაზრდელები ფურცლებზე თვითშემოქმედებით გადმოსცემენ.
წელიწადის ფერადი დრო, ოქროს ასოებით ჩაიწერება ჯიჯი გიმნაზიის ისტორიაში.
=====================================================
ღონისძიებაზე ვრცელი რეპორტაჟი იხილეთ, კვირას, 20:00 საათზე, GG-TV-ის საინფორმაციო გამოშვებაში .