error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
რუბრიკა: GG-TV
რუბრიკა: GG-TV
საბავშვო-შემეცნებითი არხი GG-TV ქართულ სატელევიზიო სივრცეში 2014 წლის 1 დეკემბერს გამოჩნდა . იმავე წელს ტელევიზიამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და მაუწყებლობა Myvideo.ge და   Caucasus Online-ზე დაიწყო. GG-TV აპოლიტიკური არხია, გათვლილი 3-17 წლამდე მოზარდებზე. სატელევიზიო გადაცემებში ჯიჯი გიმნაზიის მოსწავლეებთან ერთად, საქართველოს საჯარო სკოლებისა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა აღსაზრდელები არიან ჩართული. ჯიჯის სატელევიზიო სტუდია შემეცნებით-გასართობ გადაცემებს ამზადებს, სადაც ჟურნალისტის, გადაცემის წამყვანის, რედაქტორისა თუ რეჟისორის ფუნქციებს ბავშვები ითავსებენ. საბავშვო ტელევიზიის მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი მოზარდები და დაეხმაროს მათ შესაძლებლობების რეალიზებაში. ტელევიზიაში ტარდება ტელე-ჟურნალისტიკის სასწავლო კურსები. ბავშვები ეუფლებიან ჟურნალისტიკის საფუძვლებს, მეტყველების კულტურას , ოპერატორისა და მონტაჟის ხელოვნებას. მიღებულ თეორიულ ცოდნას იყენებენ პრაქტიკაში, რაც სატელევიზიო უნარ-ჩვევების ჩამოყალიებებასთან ერთად, საჯარო გამოსვლების, პრეზენტაციის, კრეატიული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარს ანვითარებს. ჯიჯი გიმნაზიაში ასევე ფუნქციონირებს მუსიკალურ-თეატრალური სტუდია GG-STUDIO სადაც მზადდება მიუზიკლები, შოუ-პროგრამები,თეატრალური წარმოდგენები. აღნიშნული ღონისძიებების სატელევიზიო ვერსიაზე ჯიჯი ტელევიზია მუშაობს. აიხდინეთ ოცნება, მოხვდით ჯიჯის ჯადოსნურ სამყაროში და გააცანით თავი სრულიად საქართველოს...
დაგიკავშირდით: ელექტრონული მისამართი:www.ggtv2014@mail.ru   +995 592 24 75 75
მისამართი: ქ. ზუგდიდი, ცაიშვილის ქ.N32



23 სექტემბერი, 2016 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.