2016 წელი გამოცხადდა როგორც "შექსპირის წელი". ამ მსოფლიო გამოწვევას კი სიამოვნებით უერთდება ჯიჯი გიმნაზია.
სასწავლო წლის პირველი აქტივობა გახლავთ შემეცნებითი ექსკურსია ქუთაისში, ჯიჯიელებს უმასპინძლებს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ქ-ნ ელისო ფანცხავა გაუძღვება ორ საათიან შეხვედრას შექსპირის თემაზე. ლექცია გამორჩეული იქნება მრავალფეროვანი აქტივობებით, რომელიც მომზადდა სპეციალურად ჯიჯიელებისთვის.
უნივერსიტეტში სტუმრობის შემდეგ ჯიჯიელები მოინახულებენ პრომეთეს მღვიმეს და სათაფლიის ნაკრძალს, სადაც მოსწავლეებს მოემსახურებათ ინგლისურენოვანი გიდი.
შემეცნებითი ექსკურსიის მიზანია, ინგლისურენოვანი გარემოს შექმნა.