error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
"ჯიჯიელების" გრანდიოზულ პრემიერამდე დარჩა 37 დ ღ ე
"ჯიჯიელების" გრანდიოზულ პრემიერამდე დარჩა 37  დ ღ ე
დაუვიწყარი სასცენო წარმოდგენა, ჯიჯი-გიმნაზიის ივენთ-ჰოლში, სამი დღის განმავლობაში - 5,6, და 7 ოქტომბერს გაიმართება.
ბილეთის ღირებულება სიმბოლურია - 5 ლარი.
5-6 ოქტომბრის ბილეთები- გაყიდულია. თავისუფალ გაყიდვაზეა მხოლოდ 7 ოქტომბრის ბილეთები, რომლის რაოდენობაც ყოველდღიურად მნიშვნელოვნად მცირდება.
გულშემატკივართა მოთხოვნით, განიხილება დამატებითი კონცერტის დანიშვნვა - 9 ოქტომბერს.
ტ. 579 15 20 02; 592 24 75 75.
=====================
ჯიჯი გიმნაზიასთან არსებული, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "ჯიჯიელები", 2 საათიანი პროგრამის ფარგლებში, შემოგთავაზებენ ქართული ხალხური და უცხოური ფოლკლორის თეატრალიზებულ იმპროვიზაციას. შთამბეჭდავ საკონცერტო ნომრებს, რომელიც სხვადასხვა სასცენო ხელოვნების ჟანრის შერწყმით დაიდგა.
დაგვერწმუნეთ, ანალოგიური სახის შოუ-პროექტი, საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა!
პრემიერაზე მოწვეულნი არიან, კულტურის დარგში მოღვაწე, სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები, რომელთა დასკვნა გასცემს, საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის საშვს.
შეგახსენებთ: ანსამბლი "ჯიჯიელები" დაკომპლექტებულია, სამეგრელოს რეგიონის საუკეთესო არტისტებით, რომლებიც სამეტაპიანი კონკურსის წესით შეირჩნენ.
ინფორმაცია, საკონცერტო რეპერტუარის, მონაწილეთა სასცენო კოსტიუმებისა და აქსესუარების შესახებ, პრემიერამდე არ გაშუქდება, რაც, მაყურებლისთვის, კიდევ ერთი, სასიამოვნო სიურპრიზი იქნება.
28 აგვისტო, 2016 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.