დღეს, გიმნაზიის საპატიო პრეზიდენტი, ბატონი ალექსანდრე ღურწკაია, ჯიჯიში მობრძანდა.
საპატიო პრეზიდენტს "ჯიჯი-ბანაკის" მოსწავლეებმა და ანსამბლ "ჯიჯიელების" წევრებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
თავის მხრივ, ბატონმა ალექსანდრემ, ჯიჯიელებს, ფერიცვალების დღესასწაული და გიმნაზიის "მესაჭის", დირექტორის, ბატონ, ჯამბულ ნაჭყებიას დაბადების დღე, განსაკუთრებულად მიულოცა.
მშობლიურ ოჯახში, გულთბილი დახვედრით აღფრთოვანებულმა ღვაწლმოსილმა პედაგოგმა, მოზარდები გულში ჩაიკრა, და თითოეულს წინსვლა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრა შემეცნებით ცენტრში გაგრძელდა, სადაც ამ წუთებში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ჯიჯი გიმნაზიის ისტორიის პედაგოგი, ქალბატონი ხათუნა პერტია მოსწავლეებსა და კოლეგებს, კოლხეთის ისტორიასა და ადათ-წესებზე, ბატონ ალექსანდრეს სამეცნიერო მოღვაწეობას აცნობს.