error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
რუბრიკა: - "ლეილა ანთელავას გრანტი"
რუბრიკა: - "ლეილა ანთელავას გრანტი"
დღეს, "ბრწყინვალე ჯიჯიელი", ლეილა ანთელავას გრანტის მფლობელი, მე-8 კლასელი, სესილი ზარქუა, მშობლებითურთ, ქალბატონ ლეილა ანთელავას, სახლში ესტუმრა და მხარდაჭერისათვის, მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ჯიჯიში, ლეილა ანთელავას გრანტი დაწესდა, რომელიც ყოველწლიურად მიენიჭება, წლის "ბრწყინვალე ჯიჯიელს". ამის შესახებ, ქალბატონ ლეილა ანთელავას ვაჟიშვილმა, ბატონმა ლაშა ჭანიამ, ჯიჯიში ვიზიტის დროს განაცხადა.
განათლების ფონდი - ჯიჯისთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, გრანტი, ყოველწლიურად, სრულად დააფინანსებს ჯიჯი გიმნაზიის საუკეთესო მოსწავლეს, რომლის მოცულობა - ერთი სასწავლო წლის საფასურის ოდენობა იქნება.
ცნობისთვის: - ქალბატონი ლეილა ანთელავა, ჩვენს სკოლაში, რამოდენიმე ათეული წლის მანძილზე, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა.
17 აგვისტო, 2016 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.