რატომ ჯიჯი?
ჩვენ არა მხოლოდ ვამზადებთ ჩვენს ბავშვებს ცხოვრებისათვის, არამედ ვზრდით ბედნიერად.
გვითხარით, თუ რამე არა გვაქვს, და გპირდებით, მალევე გვექნება!
============================
ჯიჯი უზრუნველყოფს:
- თქვენი ბავშვების ჯანმრთელობას: თბო და ხმის იზოლაცია კედლებზე, კლიმატკონტროლი შენობის მთელ ფართზე, პანორამული ფანჯრები და სწორი განათება, ორგანული მასალისგან დამზადებული ავეჯი, არ ვიყენებთ ცარცის დაფებს;
- უსაფრთხოებას: მთელი პერიმეტრის დაცვა უსაფრთხოების სამსახურის მიერ, დაშვების რეჟიმი, სიგნალიზაცია და ვიდეოდაკვირვება, საგანგაშო ღილაკი, სახანძრო უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვა;
- კომფორტს: მყუდრო საკლასო ოთახები და კლას-კაბინეტები, ინდივიდუალური მერხები და უჯრები კარადაში, სანიტარული წერტილები შიდა სივრცეში, ცხელი და ცივი წყლის უწყვეტი მომარაგება, სამზარეულო და სასადილო თანამედროვე დიზაინითა და ინვენტარით;
- სასარგებლო კვებას: საკუთარი კვების კომბინატი; 2-3 ჯერადი ჯანსაღი კვება სახელმწიფო სტანდარტის გათვალისწინებით;
- სასაწავლო პროცესისადმი საპროექტო მიდგომას: ყოველი გაკვეთილი, საქმიანობა იგეგმება პროექტის დონეზე, მის განხორციელებასა და შეჯამებაში ჩართულია თითოეული მოსწავლე, რომელიც პროცესის მ თ ა ვ ა რ ი გ მ ი რ ი ა. ცოდნის დაუფლებასთან ერთად ყურადღება მახვილდება ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიცაა ინფორმაციის გადამუშავება და ანალიზი, მჭერმეტყველება, სხეულის ენა, ემოციების მართვა…;
- დამატებითი განათლებას ადგილზე, ინტერესის მიხედვით: ხელოვნება, ფეხბურთი, ტანვარჯიში, სიმღერა, ცეკვა, ჟურნალისტიკა, კულინარია და ა.შ.
-ეტიკეტის ჩამოყალიბებას: მოსწავლეთა მონაწილეობით გაწერილი ქცევის წესები, სასურველი ქცევისთვის წახალისების სისტემა, კორპორატიული კულტურა, სამოსის (ფორმის) არჩევის შესაძლებლობა;
- თვითგამოხატვის ფართო შესაძლებლობებს: ფილმებსა და გადაცემებში მონაწილეობა, პროფესიული სცენა, ტელევიზია, ხმის ჩამწერი სტუდია, რადიო, ფოტოკამერა, ინსტრუმენტები და აპარატურა…;
- საკუთარი, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი - "ჯიჯიელები";
- ურთიერთგამამდიდრებელ კონტაქტებს გარესამყაროსთან: შეხვედრები ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან, შემეცნებითი ტურები და გაცვლითი პროგრამები…;
- მშობელთა უპრეცენდენტო ჩართულობას: მშობელთა თავისუფალი დაშვება, საგაკვეთილო პროცესის მონიტორებით დაკვირვების შესაძლებლობა, მშობელთა ასოციაცია, მშობელთა აზრის გამოკითხვა და გათვალისწინება,სხვა მომსახურებებით სარგებლობა...;
- საგარეო ურთიერთობების პროგრამა, გაცვლითი პროგრამები უცხოელ თანატოლებთან...;
-ორი საბავშვო ბაღი.
======================
რა არა გვაქვს?