"ჯიჯი-ბანაკის"- III ეტაპის აღსაზრდელები (კიევის N145 სკოლა-ლიცემი და ჯიჯიელები) დღეს საღამოს, ზუგდიდის ცენტრალურ პარკს (სკატე Pარკ) სტუმრობდნენ.
ჯიჯის უკრაინელი მეგობრები, ქართულ -ლიტვური მეგობრობის ფესტივალს დაესწრნენ და ნანახით კმაყოფილები დარჩნენ.
რამდენიმე საათიანი პროგრამის ფარგლებში, სცენაზე ერთმანეთს ქართველები და ლიტველები ენაცვლებოდნენ. მაყურებელი, რომელიც ცენტრალურ პარკში იმყოფებოდა მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ ნომრებს მქუხარე აპლოდისმენტებით აფასებდა.