ჯიჯის საზაფხულო სკოლის მოსწავლეები დილიდანვე სხვადასხვა აქტივობაში იღებენ მონაწილეობას.
დილის გამამხნევებელი ვარჯიშების შემდეგ, მოზარდები შემეცნებითი ხასიათის სემინარებს დაესწრნენ, რის შემდეგაც , სპორტული თამაშებით დაკავდენენ.
სარელაქსაციო ოთახში დასვენების შემდეგ კი, მოზარდებმა ისაუზმეს.
ბავშვებმა მოისმინეს მეტყველების გაკვეთილები და სახალისო დავალებები შეასრულეს.
ამ დროისთვის ყველა მათგანი, შემოქმედებითი უნარების განმავითარებელ აქტივობებში იღებენ მონაწილეობას. მოგვიანებით, ბავშვები ჯიჯის კინოთეატრში საბავშვო, შემეცნებით ფილმს იხილავენ.
დარჩით ჩვენს გვერდზე, ადევნეთ თვალი ჯიჯის საზაფხულო სკოლის სიახლეებს.