error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
რუბრიკა: -"ბუხრის ფიზიკა ჯიჯიში".
რუბრიკა: -"ბუხრის ფიზიკა ჯიჯიში".
დღეს, ჯიჯი გიმნაზიის ტრადიციების ცენტრში, მოეწყო ინოვაციური მასტერ-კლასი -კლასიკური ბუხრის აგება და მისი დანიშნულებები.
გამოცდილი ოსტატი, ფიზიკა-მათემატიკის სპეციალისტი, ბატონი როინ ჩოკორაია, დაინტერესებულ ჯიჯიელებს, ბუხრის დანიშნულებისა და ისტორიის შესახებ ესაუბრა. გააცნო სხვადასხვა სტილის ბუხრებს შორის მსგავსება-განსხვავება. ჯიჯიში მშენებარე ბუხრის მაგალითზე, უჩვენა, მისი აგების ტექნოლოგია. აუხსნა ბუხრის აგებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული მათემატიკისა და ფიზიკის საკითხები, უპასუხა დასმულ შეკითხვებს.
დაინტერესებულ ჯიჯიელებს ექნებათ შესაძლებლობა შეგირდობის გზით დაეუფლონ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. სწორედ ესაა, ჯიჯის ტრადიციების სასწავლო ცენტრის დანიშნულება -აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ ძველი, თითქმის დავიწყებული პროფესიები.
25 ივნისი, 2016 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.