ჯიჯი გთავაზობთ გასეირნებას კლავდიუსის შობის დეკორაციების ქარხანაში.
ეს ქარხანა მდებარეობს დაბა კლავდიუსში, კიევთან ახლოს; დღეს კი ჯიჯიელებმა აღნიშნული საამქრო დაათვალიერეს, მინის მილების დამზადების პროცესს პირადად აკვირდებოდნენ და მუშაობის სფეციფიკას გაეცნენ.
საამქროს, რომელიც დღეში 400 ამდე სათამაშოს ამზადებს იდენტური სათამაშოები არ აქვს. მხატვრები უზარმზარ ოთახში სხედან და ინდივიდუალურად მუშაობენ, მინის მილებზე ორნამენტებს ქმნიან და ფერადი ფუნჯებით აფერადებენ.