საზაფხულო ბანაკში, ქართული დელეგაციის ვიზიტს, შემოქმედებითი ნაწილის გარეშე არ ჩაუვლია.
ჯიჯიელებმა, სტუმრებსა და უკრაინელ თანატოლებს სიურპრიზი მოუწყვეს, მათთვის უკრაინული ცეკვა შეასრულეს და უკრაინულადვე ამღერდნენ.
ჯიჯიელებმა, შემოქმედებითი ნიჭით, მასპინძლები უკვე მერამდენედ აღაფრთოვანეს.
ღონისძიებაზე, ჯიჯიელებთან ერთად, საზაფხულო სკოლის სხვა მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. კიევის N145-ე სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა საკუთარი ჰიმნი ქართულად შეასრულეს და სტუმრების აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
მეგობრული საღამო სასიამოვნო განწყობით დასრულდა.
ჯიჯიელები, 23 ივნისს, ქალაქის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ და კიევის N145-ე სკოლა-ლიცეუმს ესტუმრებიან.