დღეს, კიევის საზაფხულო სკოლის დირექციამ, ჯიჯი გიმნაზიის დამფუძნებელს, ბატონ ჯიმშერ ღურწკაიასა და გიმნაზიის დირექტორს, ბატონ ჯამბულ ნაჭყებიას უმასპინძლა.
ქართულმა დელეგაციამ ბანაკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, სწვალების მეთოდებს გაეცნო და ბანაკის მოსწავლეებთან მიმდინარე აქტივობები განიხილა.
მოგვიანებით, ჯიჯის დირექციის წარმომადგენლები, ჯიჯიელებს შეხვდნენ და მონატრებულ მოსწავლეებს საჩუქრები გადასცეს.
ჯიჯიელებთან სკოლის დამფუძნებელმა, საზაფხულო სკოლის პროექტები შეაჯამა. შეხვედრა დიალოგის ფორმატში შედგა, სადაც დაგეგმილ იქნა კიევის N145 სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეების ჩართულობა გაცვლით პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს ზუგდიდში მათ გამგზავრებასა და ჯიჯი გიმნაზიაში საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღებას.
ჯიჯი გიმნაზიის 16 აღსაზრდელი, კიევის საზაფხულო სკოლას 23 ივნისს დატოვებს.