ჯიჯიელების სიხარულს საზღვარი არ აქვს...
თითოეული მათგანი უფრო და უფრო დიდი შემართებით მონაწილეობს ბანაკში დაგეგმილ აქტივობებში და თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას ახდენენ.
საზაფხულო სკოლაში, როგორც ინტელექტუალური, ასევე სპორტული თამაშები ტარდება. დღეს, ერთ-ერთ სპორტულ შეჯიბრში გუნდმა, რომლის შემადგენლობაშიც ჯიჯიელებიც შედიოდნენ, პირველი ადგილი დაიკავა და ჟიურის წევრების მოწონება დაიმსახურა.
ჯიჯი გიმნაზიის PR სამსახური, საზაფხულო სკოლის აქტივობების ამსახველ ფოტო მასალას პერიოდულად მოგაწვდით.