"ჯიჯი ბაღი" რომ მუდმივად მოწოდების სიმაღლეზეა, ამაში მაყურებელი დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდა.
ბაღმა კარგად ორგანიზებული, თეატრალიზებული, გამოსაშვები საღამო გამართა. ღონისძიებამ, რომელმაც ემოციების და აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა, მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ორიგინალურად მორთულ სცენაზე პატარებმა ბავშვური სამყარო გააცოცხლეს. თითოეული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომერი სპეციალურად მათთვის შეირჩა. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ულამაზეს სამოსში გამოწყობილი ნიჭიერი ბავშვები. მათ დაუვიწყარი სანახაობა მოუწყვეს მშობლებსა და დარბაზში მსხდომ მოწვეულ სტუმრებს.
საზეიმო ღონისძიების ხილვის შემდეგ, მაყურებელმა ყველა გამომსვლელი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.
წელს, ბაღმა 6 პატარა გააცილა. ისინი სექტემბრიდან პირველკლასელის სტატუსს მოირგებენ.