პროექტი-"24 საათი ჯიჯიში" დაიწყო. პროექტში ჯიჯის მე-3 კლასელები იღებენ მონაწილეობას.
ჯიჯიელებმა, რეგისტრაცია, ტრადიციულად, ინგლისურ ენაზე გაიარეს. რეგისტრაციის პროცესი, მე-4 კლასის მოსწავლემ, თეკლა ნაჭყებიამ წარმართა.
რეგისტრაციის შემდეგ, ბავშვებმა პანსიონში გადაინაცვლეს, ოთახები დაათვალიერეს, ნივთები დაალაგეს და დღის აქტივობები განიხილეს. ამ ეტაპზე, პროექტის მონაწილეები დღის განრიგის გასაცნობად ემზადებიან.