პროექტი, სახელწოდებით: "მე, შენ, ჩვენ" ფარგლებში დღეს, ჯიჯი გიმნაზიის მე-7 კლასის მოსწავლეები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას სტუმრობდნენ.
მოსწავლეებს, მასპინძლობა თავად გამგებელმა ბ-ნ ედიშერ თოლორაიამ და მისმა გუნდმა გაუწია.
გამგებელმა მოსწავლეებს ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციები გააცნო და მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის შესახებ დეტალურად ესაუბრა.
დღესვე, მოსწავლეებმა, მიიღეს ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომლებიც 2013 წლიდან დღემდე იქნა შესრულებული . გარდა ამისა ჯიჯიელებს, ბატონმა ედიშერმა, მომავალში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების ფოტო ესკიზები დაათვალიერებინა.
შეხვედრა დიალოგის ფორმატში შედგა. დასასრულს მოსწავლეებს, თავად გამგებელმა, სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
როგორც პროექტის ავტორი ქალბატონი, ხათუნა პერტია განმარტავს, პროექტის მიზანს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გაცნობა და უწყების მუშაობის სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღება წარმოადგენს.