error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
რუბრიკა: "ჯიჯის საგაკვეთილო პროცესი" -გაკვეთილი ქიმია
რუბრიკა: "ჯიჯის საგაკვეთილო პროცესი" -გაკვეთილი ქიმია
დღეს,მე-8 კლასში ქიმიის პედაგოგმა,ქალბატონმა მარი ქვარაიამ ჩაატარა ღია გაკვეთილი.
გაკვეთილის თემა იყო:" ატომი და იონი".
თავდაპირველად მოსწავლეებმა თავად შეაფასეს მათ მიერ შესრულებული საშინაო დავალების სისწორე-სიზუსტე,ჩაერთვნენ გაკვეთილის შეფასების ნაწილში.
ახალი მასალის ახსნისას,მასწავლებლმა გააცნო მოსწავლეებს საკითხის მიზანი. მასალის ახსნა დაიწყო მაპროვოპირებელი შეკითხვებით,რომელიც დებდა ხიდს უკვე განვლილ მასალასა და ახალ თემას შორის.
მასალა წარმოდგენილი იყო პრეზენტაციის სახით და ხდებოდა თითოეულ სლაიდზე განთავსებული ინფორმაციის დეტალური აღწერა, რაშიც აქტიურად ჩაერთვნენ მოსწავლეები.
ასევე, ღია გაკვეთილზე, მოსწავლეებმა ჩაატარეს ექსპერიმენტული სამუშაოები, " ალის შეფერვის რეაქციაზე". კერძოდ,მოსწავლეებმა დაინახეს ნატრიუმის იონების ალის შეფერვა. რამაც მოსწავლეებში ჩვეული ინტერესი და ხალისი გამოიწვია.
გაკვეთილის ბოლოს მე-8 კლასის მოსწავლეებმა ამომწურავად შეაჯამეს საკითხი, ჩაინიშნეს მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი საშინაო დავალება
და შეავსეს მასწავლებლის მიერ შედგენილი თვითშფასების კითხვარი.
31 მაისი, 2016 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.