დღეს, 28 მაისს, ჯიჯი გიმნაზიას, ცნობილი მწერალი, დრამატურგი და პუბლიცისტი, თამაზ ჭილაძე სტუმრობდა.
პროექტის " შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან" ფარგლებში, ჯიჯი გიმნაზიის ფასადს ამჯერად, ძმების, თამაზ და ოთარ ჭილაძეების წიგნების გორელიეფი დაემატა.
საპატიო სტუმრებს, პატარა ჯიჯიელებმა განსაკუთრებული მასპინძლობა გაუწიეს და თამაზ ჭილაძის 85 წლის იუბილეს ლამაზი საღამო მიუძღვნეს.
ღონისძიება, გორელიეფის გახსნის ოფიციალური ცერემონიალით დაიწყო, რის შემდეგ, ჯიჯი გიმნაზიის მოსწავლეები, სცენაზე ერთმანეთს სხვადასხვა მუსიკალური ნომრით ჩაენაცვლნენ და დარბაზიდან მქუხარე აპლოდისმენტებით დაჯილდოვდნენ.
პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია "არტ - უნივერსალის" ორგანიზებით შედგა.